გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით სამედიცინო კორპორაცია ევექსმა უზრუნველყო 4000 ვაქცინის შესყიდვა, რომელსაც უსასყიდლოდ გამოყოფს პირველ ეტაპზე მაღალი რისკ ჯგუფის - ორსულების ვაქცინაციისთვის.
25 იანვარს ვაქცინაცია განხორციელდება მხოლოდ ორსულებისთვის ევექსის თბილისის და რეგიონების პოლიკლინიკებში.
ვაქცინა - ვაქსიგრიპი, მწარმოებელი ქვეყანა საფრანგეთი.
მომართვიანობის და მარაგების გათვალისწინებით შესაძლებელია უფასო ვაქცინაიცია გავრცელდეს სხვა რისკ ჯგუფებზეც.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სამედიცინო კორპორაცია ევექსის ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისისა და თბილისის პოლიკლინიკებშია შესაძლებელი.
თბილისი:
- ევექსის საბურთალოს პოლიკლინიკა - ვაჟა ფშაველას 40
- ევექსის დიდუბის პოლიკლინიკა - ა. წერეთლის გამზირი 141ა.
- ევექსის ისნის პოლიკლინიკა - ქ. წამებულის 69
- ევექსის მთაწმინდის პოლიკლინიკა - ვეკუას ქ. 3
- ევექსის დიდი დიღმის პოლიკლინიკა - პეტრიწის 16
რეგიონები:
- ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა - ს. ხიმშიაშვილის #20
- ევექსის ზუგდიდის პოლიკლინიკა - მ.კოსტავას 1
- ევექსის ფოთის პოლიკლინიკა - გამსახურდიას ქ. N6
- ევექსის ქუთაისის პოლიკლინიკა - პ.იაშვილის ქ. 9/11