Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასტუმრო „ბუდაპეშტის" მფლობელი: დავთანხმდით ადგილის ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე

25 იანვარი, 2019 11:34

სასტუმრო „ბუდაპეშტის" მფლობელმა, გოგა ზაქაიძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაკის პარკში მშენებლობის საკითხზე მოლაპარაკება დასრულდა. 

„ჩვენმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავთანხმდეთ ადგილის ჩანაცვლებაზე ან გამოსყიდვაზე", - ამბობს ზაქაიძე, თუმცა ბიზნესმენი კონკრეტულ თანხას არ ასახელებს. 

მისი თქმით, კომპანიისთვის 6 წლის განმავლობაში ამ პროცესში მონაწილეობა რთული იყო. იგი მადლობას უხდის მერიას იმისათვის, რომ დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე შემხვედრ წინადადებაზე წამოვიდა. 

„მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ კონკრეტულ ობიექტებზე შევთანხმდებით. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა და აქედან ამოვარჩევთ რომელიც გვაწყობს", - ამბობს ზაქაიძე. 

ბიზნესმენთან შეხვედრის შემდეგ კალაძემ განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე არაფერი არ აშენდება. „კონკრეტულად გეტყვით, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა", - ამბობს კალაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^