
„ქართული ოცნების" ოფისში ივანიშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის მეორე შეხვედრის დაწყებამდე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათი მიზანი არის კონსენსუსი, მაგრამ ეს არ გაივლის იმ პრინციპის ხარჯზე, რომელსაც თავად იცავს.
„თუ ჩვენ მოვახერხებთ ამ მთავარ ფასეულობებზე შეთანხმებას, იქნება ერთი ვერსია, თუ კონსენსუსი ვერ შედგება ამ საკითხზე, რასაც დღეს ჩვენ ვიტყვით, აუცილებლად დავაინიცირებთ იმ პროექტს, რომელსაც ჩვენ დავუჭერთ მხარს. ამიტომ არ გაჩნდეს ეს ორი ვერსია პარლამენტში, კონსენსუსი უნდა ვეძებოთ. მეც მზად ვარ, ამისთვის გადავდგა ნაბიჯი, მაგრამ კონსესუსი არ გაივლის იმ პრინციპის ხარჯზე, რომელსაც მე ვიცავ. აქ არანაირი კომპრომისი არ მოხდება“, - თქვა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე არავინ შეხებია „ურჩი დეპუტატების“ გარიცხვის საკითხს.
„გუშინ საერთოდ არავინ შეხებია ამ [პარტიიდან გარიცხვის] თემას. ერთადერთი ადამიანი რომელიც ამაზე ხუმრობდა, მე ვიყავი“, - თქვა ბესელიამ.