2019 წლის სექტემბრამდე სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან, ამის შესახებ განათლების სამინისტროში „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის წარდგენისას ისაუბრეს.
როგორც პრეზენტაციისას ითქვა, სკოლებში თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახური - უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი ყალიბდება. იზრდება მისი ხელმისაწვდომობა და ხარისხი.
პრეზენტაციაზე ასევე ითქვა, რომ შეიქმნება მანდატურის სამსახურის 8 რეგიონული ცენტრი. 2019-2020 წლებში მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. შედეგად, მანდატური საჯარო სკოლების მოსწავლეთა 85% მოემსახურება.
მანდატურთა მოტივაციის გაზრდის მიზნით მათი ანაზღურება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 200 ლარით გაიზარდა.