მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა, რომელსაც, როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის გაჩუმებას ცდილობდნენ.
„მამაო გამომიგზავნეს ფედერაციის სახელით. მეუბნებოდა, ყველანაირად პრივილეგირებული იქნებიო. ვუთხარი, ზუსტად ამ პრივილეგიებზე მაქვს პრეტენზია-მეთქი, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში პრივილეგიები. ზურა, გავჩუმდეთ არ ამოვიღოთ ხმაო. ყველაფერი ისე იქნება, როგორ შენ გინდაო. ვუპასუხე, რატომ უნდა იყოს ისე, უნდა იყოს სამართლიანად, მე როგორც მინდა, რა შუაშია", - ამბობს დათუნაშვილი.