„10 თებერვალს ლიეჟში!", - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქართველებმა ფული და ენერგია ჩადეს კრების ორგანიზებაში.
„თანამემამულეთა მსოფლიო კრებაზე შევხვდებით კონგრესების სასახლის მთავარ დარბაზში, საღამოს 5 საათზე, ათასობით ქართველი შუაგულ ევროპაში. ლიეჟი ძალიან ახლოს არის ბევრი წერტილიდან ევროპაში.
შეხვედრამდე! #ერთადსახლში", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, მსოფლიოში მიმობნეული ქართველობა, რომელიც საქართველოს თავისი შრომით ინახავს, ივანიშვილს სამშობლოს მიტაცებას არ შეარჩენს.
„შეკრებაზე გამოჩნდება ძალიან ბევრი ახალი სახელი, ახალი იდეა და დაისახება ყოველდღიური გეგმა, საათების მიხედვით, საქართველოს გამოხსნის", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.