„სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ყაზტრანსგაზის“ მთავარ შენობასთან საპროტესტო აქციას აანონსებს. მისი განცხადებით, აქცია სამშაბათს 13:00 საათზე გაიმართება.
„ეს კომპანია არის მავნებელი და ეს მათი მავნებლობა და უპასუხისმგებლობა უკვე ფატალური გახდა. ჩვენ ყველას ვთხოვთ და ყველას მოვუწოდებთ, რომ სამშაბათს 13:00 საათზე, მიცკევიჩზე, „ყასტრანსგაზის“ შენობასთან შევიკრიბოთ. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა. პირველი არის ის, რომ ადამიანი, რომელიც არის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი და თან არის „ყაზტრანსგაზის“ გენერალური დორექტორი, უნდა მოშორდეს ამ კომპანიას. გვესმის, რომ ეს არის კერძო კომპანია, მაგრამ საკითხი ყველას უსაფრთხოებას ეხება და უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა.