Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მწვანე საფარის თემამ ყველა გაგვაერთიანა - ნატა ფერაძე ვაკის პარკზე

25 იანვარი, 2019 15:25

„ვაკის პარკის თემამ ყველა გაგვაერთიანა. ეს არის საკითხი, რომელიც ყველას გვადარდებს და ვხვდებით, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - ასე აფასებს „პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე იმ ფაქტს, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება. 

მისი თქმით, ვაკის პარკისთვის ბრძოლამ სამოქალაქო საზოგადოება გაზარდა. 

„მე მილოცავენ და მადლობას მეუბნებიან. ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ჩემი დამსახურებაც არის, ამაში ბევრი ენერგია ჩავდე... ეს არის სამოქალაქო საზოგადოების დაბადება, მაგრამ ამასაც ვერ ვიტყოდი, რადგან სამოქალაქო საზოგადოება დაიბადა „ჰამქარის“ მეშვეობით, როცა ისინი იცავდნენ გუდიაშვილის პარკს. ეს არის მოძლიერება და გაზრდა. ვაკის პარკის ამბავმა ხელი შეუწყო, რათა სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო გაფართოებულიყო. ძალიან მიხარია, რომ ეს არის მწვანე საფარის თემა, რომელმაც გაგვაერთიანა ფაშისტი, კომუნისტი, ლიბერალი, ნაცისტი, ქოცი, თუ ნაცი, ყველა. ეს არის თემა, რომელიც ყველას გვადარდებს და ვხვდებით, რომ ეს არის საცოცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ნატა ფერაძემ „ლიბერალთან“. 

მისი თქმით, სამოქალქო საზოგადოების ზეიმი არ უნდა დასრულდეს ვაკის პარკში და ეს უნდა გახდეს პრეცედენტი, რომ ბრძოლა და სამოქალაქო საზოგადოების ქალაქის ცხოვრებაში ჩართულობა გაგრძელდეს. 

„ვაკის პარკში სასტუმროს არაშენება ძალიან სასიხარულოა, თუმცა უფრო სასიხარულოა ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მოხდა ქეისი, როცა მოქალაქეებს შეეძლებათ, ირწმუნოს თავიანთი ძალა და ეს ზეიმი არ უნდა დასრულდეს ვაკის პარკში მხოლოდ ამ გამარჯვებით. ეს უნდა გახდეს პრეცედენტი, რომ ვიბრძოლოთ ქალაქისთვის და ბრძოლაში არ იგულისხმება აღმართული მახვილი. ბრძოლაში იგულისხმება ის, რომ დავრჩეთ ჩართულები და დავიჯეროთ, რომ ჩვენი ჩართულობა, აქტიურობა არის გადამწყვეტი ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი გარემოსთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ფსიქიკური იქნება ის, თუ ფიზიკური“, - თქვა ნატა ფერაძემ.

ფერაძის თქმით, დაანონსებული აქცია გადაინაცვლებს ვაკის პარკში. ფერაძე მოუწოდებს ხალხს, მივიდნენ ვაკის პარკში და ვისაც რისი შესაძლებლობა ექნება, გაუმასპინძლდეს აქციის მონაწილეებს. 

„დაანონსებული იყო აქცია, რომელზეც საკმაოდ ბევრი ადამიანი აპირებდა მოსვლას. ახლა ეს ხალხი უნდა გადავამისამართოთ ვაკის პარკში. ცოტა ხანში დავდებთ მესიჯებს და მოვუწოდებთ ყველა მსურველ ორგანიზაციას, მოვუწოდებთ ასევე მუსიკოსებს, თუ კაფეებს, ვისაც როგორ უნდა და რისი სურვილიც ექნება, გაუმასპინძლდეს აქციაზე ხალხს, რათა ეს ზეიმი გადაიზარდოს აქტივიზმში, რომ ვიყოთ  ჩართულები ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მის მოწესრიგებაში“, - განუცხადა „ლიბერალს“ ნატა ფერაძემ. 

ფერაძე აღნიშნავს, რომ ახლა საინტერესოა, რეალურად რის ხარჯზე გაისტუმრეს ინვესტორი. ფერაძე იმედს გამოთქვამს, რომ რადგან ადგილმონაცვლეობაზე იყო საუბარი, ეს არ იქნება ახალი მწვანე ტერიტორია, ან ისტორიული შენობა. 

„მერიას რაც შეეხება, ეს ნაბიჯი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ დიდად არ გამკვირვებია. ძალიან გვაინტერესებს, რეალურად რის ხარჯზე გაისტუმრეს ინვესტორი. იყო ადგილმონაცვლეობაზე ლაპარაკი და დიდი იმედი გვაქვს ეს არ არის ახალი მწვანე ტერიტორია ან ისტორიული შენობა, სადაც საპროტესტო აქცია გადაინაცვლებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ არ დააკმაყოფილეს ინვესტორის საკმაოდ არაადეკვატური მოთხოვნა. ის 9 მილიონს ითხოვდა, როცა 2-იც კი არ აქვს დახარჯული. იმედი გვაქვს ეს ბიუჯეტს დიდად არ დააწვება. თუმცა იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ამას ამიერიდან უფრო მეტად გააკონტროლებს“, - თქვა ნატა ფერაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^