Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

22 იანვრის მდგომარეობით, Facebook-ზე ცრუ მედიის 32 გვერდი მოქმედებს - ISFED-ის მკვლევარი

25 იანვარი, 2019 16:10

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორის საზოგადოება“ (ISFED) ორგანიზაციის მკვლევრის, შოთა ნარსიას ბლოგ პოსტს აქვეყნებს - „ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობა საქართველოში: ცრუ მედია გვერდები Facebook-ზე''. მასალაში მიმოხილულია ცრუ მედია გვერდების მიერ წარმოებული კამპანიების მაგალითები.

22 იანვრის მდგომარეობით, Facebook-ზე ცრუ მედიის 32 გვერდი მოქმედებს. „ასეთი გვერდები Facebook-ის მომხმარებლებს უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თითქოს საინფორმაციო სააგენტოებს წარმოადგენენ, სინამდვილეში კი მათი მიზანი საზოგადოებისთვის ახალი ამბების შერჩევითად, დასპონსორებული პოსტების სახით, პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად მიწოდებაა. ცრუ სააგენტოები ცრუ ინფორმაციის გავრცელებასაც არ ერიდებიან“. 

მკვლევარი წერს, რომ ცრუ საინფორმაციო სააგენტოს ტიპის გვერდები სახელწოდების, პროფილის ფოტოებისა და ვიზუალური შეფუთვის მიხედვით ონლაინ მედიის შთაბეჭდილებას ქმნიან. ზოგჯერ მათი სახელწოდება რეალური საინფორმაციო საშუალების სახელწოდების მსგავსია. მაგალითად, ერთ-ერთი გვერდი მოქმედებს სახელწოდებით „მესხეთის კარიბჭე“, რაც შესაძლოა, მომხმარებლებს აერიოთ სამცხე-ჯავახეთში მოქმედ რეალურ მედია საშუალებაში - „სამხრეთის კარიბჭე“. „აღსანიშნავია, რომ ცრუ მედიის - „მესხეთის კარიბჭეს“ პოსტები ღია პოლიტიკური მოწოდებებითაც ხასიათდება“. 

მასალაში ვკითხულობთ, რომ ცრუ საინფორმაციო სააგენტოს ტიპის გვერდები აღწერილობაში მითითებული ინფორმაციით Facebook-ის მომხმარებლებს თავს მედია ორგანიზაციად აცნობენ. ზოგ შემთხვევაში აღნიშნულია, რომ თითქოს მოცემული სააგენტოები 2013-2015 წლიდან ფუნქციონირებენ, თუმცა ყველა ასეთი გვერდი „ფეისბუქზე“ 2018 წლის ნოემბერშია შექმნილი. 

„ცრუ მედიის გვერდებიდან არც ერთ მათგანს გააჩნია შესაბამისი ვებ-გვერდი. ყალბი საინფორმაციო გვერდების ნაწილს მითითებული აქვს ვებ-გვერდის მისამართი, თუმცა ასეთი ვებ-გვერდები არ არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში მითითებულია საკონტაქტო ინფორმაციაც. აღსანიშნავია, რომ მითითებული ტელეფონის ნომრები ციფრების კომბინაციის ერთნაირი სტილითაა შედგენილი: (მაგ: 598 98 98 98 ან 574 74 74 74). მითითებული ნომრებიდან მხოლოდ ერთთან ხერხდება დაკავშირება. თუმცა, პირმა, რომელმაც „სამართლიანი არჩევნების“ ზარს უპასუხა, საინფორმაციო სააგენტოსთან რაიმე კავშირი უარყო“. 

„2018 წლის საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ Facebook-ზე არსებული სხვადასხვა ტიპის დისკრედიტაციული გვერდების აქტივობა შედარებით დაეცა. ცრუ მედიის გვერდების ჯგუფი „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის ერთადერთი ობიექტია, რომლის აქტივობის დონემ 2018 წლის დეკემბერში საარჩევნო პროცესის რეკორდს გადააჭარბა. აღნიშნული ძირითადად ახალი გვერდების გააქტიურებამ განაპირობა. დეკემბერში ცრუ მედიის ტიპის 7 ახალი გვერდი გამოჩნდა. 4 მათგანი 10 დეკემბერს შეიქმნა. 12 იანვრამდე Facebook-ზე ISFED-ის მიერ იდენტიფიცირებული 27 ცრუ საინფორმაციო სააგენტოს ტიპის გვერდი მოქმედებდა. მათი მომწონებელთა ჯამური რაოდენობა 116,840-ს შეადგენს. 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 12 იანვრამდე ამ გვერდებზე 5,986 პოსტია გამოქვეყნებული. საარჩევნო კამპანიის პროცესში „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცრუ მედიის გვერდებზე 120-მდე დასპონსორებული პოსტის იდენტიფიცირება შეძლო“, - წერია მოკვლევაში. 

 

როგორც მკვლევარი წერს, ცრუ მედია გვერდებს შორის 10 საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე მოქმედებდა. მათ შორის ოთხი 2014-2015 წლებში არის შექმნილი. დანარჩენებმა კი მოქმედება 2018 წელს დაიწყეს, რომელთაგან სამი არჩევნების თარიღის დანიშვნის შემდეგ შეიქმნა. 28 ოქტომბრამდე მოქმედ გვერდებს მეორე ტურისათვის 10 ახალი გვერდიც შეემატა. მათი შექმნა 2 ნოემბერს დაიწყო. მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე უკანასკნელად ასეთი გვერდი,  სახელწოდებით -Mypress.ge, 25 ნოემბერს  შეიქმნა. 

 

 

მასალის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^