NDI-ს დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, შეკითხვაზე, ბოლო 10 წელიწადში, როგორ შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა?
მოსახლეობის 18%-ის აზრით, გაუმჯობესდა;
32% პასუხობს, რომ იგივე დარჩა;
43%-ის აზრით, გაუარესდა;
7% პასუხობს - არ ვიცი.
შეკითხვაზე - თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან, რომელი დანაშაულია ყველაზე ხშირი? მოქალაქეები ასე პასუხობენ:
25% - ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული;
21% - ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
20% - ავტოსაგზაო სემთხვევები/ავარიები;
14% - მკვლელობა;
5% - ოჯახში ძალადობა;
4% - არასრულწლოვანთა დანაშაული;
1% - ფიზიკური შეურაცხყოფა;
1%- სექსუალური შევიწროება/ ძალადობა;
1% - უკანონო მიგრაცია;
1% - სხვა;
7% - არ ვიცი.
პოლიციის საქმიანობის შეფასება
როგორ შეაფასებდით საქართველოში პოლიციის საქმიანობას?
7% - ძალიან კარგად;
60% - კარგად;
18% - ცუდად;
3% - ძალიან ცუდი;
12% - არ ვიცი;
0% - არ ვიცი;
_______________________
კვლევა ჩატარებულია ჩატარებული NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ .კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ❖ სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად ❖ კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა ❖ შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ❖ რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით ❖ არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება ❖ ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.