NDI-ის კვლევის თანახმად, ნარჩენების დახარისხება მოსახლეობის 6%-სთვის მიუღებელია.
შეკითხვაზე, თუ რამდენად მისაღებია ინიციატივა, რომ ნარჩენები ყველა ოჯახმა უნდა დაახარისხოს, 91% ამბობს, რომ ინიციატივას მიესალმება.
შეკითხვაზე პასუხი არ აქვს მოსახლეობის 3%-ს.
რაც შეეხება პასუხებს რეგიონების მიხედვით, ინიციატივას ყველაზე დიდი მხარდაჭერა დიდ ქალაქებში აქვს (94%) , ყველაზე დაბალი კი - უმცირესობათა დასახლებებში (64%).
მოსახლეობა ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურებაზე წუხს - NDI
_______________________
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ❖ სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად ❖ კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა ❖ შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ❖ რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით ❖ არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება ❖ ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.