კომპანია „ნენსკრა ჰიდროს" ცნობით, „ნენსკრაჰესის" ინვესტორი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჰაკსუ ლი საქართველოს 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
როგორც გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, ის საქართველოს მთავრობის წევრებთან გამართავს შეხვედრებს, რომლებზეც პროექტის მიმდინარე სტატუსი და 2019 წლის გეგმები განიხილება. დაგეგმილია ასევე შეხვედრები ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ აქციონერის - „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობასთან.
სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს.