Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხვალ, ალეკო ელისაშვილის ორგანიზებით, „ყაზტრანსგაზ თბილისის" ოფისთან აქცია გაიმართება

28 იანვარი, 2019 13:46

ხვალ, 29 იანვარს, ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ყაზტრანსგაზ თბილისის გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნით „ყაზტრანსგაზ თბილისის" ოფისთან აქციას აანონსებს. ელისაშვილი მოქალაქეებზე 13:00 საათისთვის შეკრებისკენ მოუწოდებს.

„სასწრაფოდ დატოვოს მამუკა კობახიძემ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ გენერალური დირექტორის პოზიცია, რომელიც ამავდროულად ქალაქის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელია! სწორედ მისი მფარველების ჭარბი ძალაუფლების, გავლენებისა და გამეფებული დაუსჯელობის სინდრომის შედეგია, ამდენი განადგურებული სიცოცხლე და ოჯახი...

სასწრაფოდ უნდა შეიქმნას „ყაზტრანსგაზ თბილისთან“ არსებული საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მოსახლეობის წინაშე, რათა ოპერატიულად და ეფექტიანად გააცნოს ყველა მოქალაქეს კომპანიის სამუშაო გეგმა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით. საბჭო უნდა დაკომპლექტდეს დარგის რეალური სპეციალისტებითა და ექსპერტებით, ასევე მაღალი ნდობის მქონე იმ პირებით, რომელთა რეპუტაცია ხალხის გულწრფელ პატივისცემას იმსახურებს" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

16 იანვარს, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

აფეთქების საქმეზე  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ ორ თანამშრომელს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^