დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საგამოცდო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს გაუქმდება მე-11 კლასში გამოცდები, ხოლო მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები 2020 წლიდან გაუქმდება.
რაც შეეხება მისაღებ გამოცდებს - სავალდებულ გამოცდები იქნება სამი, ხოლო ზოგადი უნარების გამოცდა არჩევითი გახდება.
- მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისთვის.
- მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში ან ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
- უნივერსიტეტებს აქვს უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით)
- უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის;
- ჩარიცხვა ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
- შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.
სოფო გორგოძის თქმით, ზოგადი უნარების არჩევით ნუსხაში გადატანას ორი მიზეზი აქვს. მისი თქმით, პირველი მიზეზია რომ გამოცდები მაქსიმალურად დაუხალოვდეს სკოლაში ნასწავლ სანგებს და ასევე უნარებია სწორედ ის გამოცდა, რომელშიც ყველაზე ხშირად სჭირდებოდათ რეპეტიტორებთან მომზადება მოსწავლეებს.