Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბათუმში გვიან ღამით გარემოვაჭრეთა დახლები აიღეს

28 იანვარი, 2019 14:06

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე გვიან ღამით გარემოვაჭრეების დახლები აიღეს. დემონტაჟს უკმაყოფილება მოჰყვა გარემოვაჭრეების მხრიდან. დახლების დემონტაჟი ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. გარემოვაჭრეები დღეს ბათუმის მერიასთან აქციას მართავენ. მათი თქმით, ისინი ვაჭრობის აკრძალვით შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ.

ბათუმის მერიის განცხადებით, გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ თავიანთი საქმიანობა მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე გააგრძელონ, სადაც მათთვის 180 დახლია გამოყოფილი. მათი ცნობით, გარემოვაჭრეების ნაწილმა უკვე დაიწყო ახალ ლოკაციაზე საქმიანობა.

მერიაში ამბობენ, რომ ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვასა და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.

ვიდეო: ჰეშთეგი;

ფოტო: გიორგი არობელიძე;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^