Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნაციონალური მოძრაობა" სკოლებში გამოცდების გაუქმებას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

28 იანვარი, 2019 20:02

"რეალურად ახლა ამ გამოცდების გაუქმება, რა პოზიტიური შედეგის მომტანია ჩემთვის გაუგებარია. ერთი რამ ცხადად ჩანს, ეს არის ნაბიჯი უკან, წარსულისკენ. წლების მანძილზე  გამოსაშვებ გამოცდებზე ჩვენ ვხედავდით კატასტროფულ შედეგებს და მათი გაუქმებით თუ ფიქრობენ ზოგადი განათლების სისტემაში ცვლილებების განხორციელებას, ეს ნამდვილად ვერ მოიტანს იმ შედეგს, რაც სურს ქართველ საზოგადოებას,“- ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი.

დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამოცდების ახალი მოდელის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც გაირკვა, სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება.

წელს მოიხსნება გამოსაშვები  გამოცდები მე-11 კლასელებისათვის.  ხოლო მე-12 კლასელებისთვის გამოცდები არსებული ფორმატით ჩატარდება და მათთვის ატესტატის გაცემის წესი არ შეიცვლება.

2020 წლიდან კი გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც მოიხსნება.

ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. როგორც სოფო გორგოძე განმარტავს, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული,- „გვსურს უფრო მეტად დავაახლოვოთ გამოცდების შინაარსი იმ საგნებთან რაც ისწავლება სკოლაში, მეორე მიზეზი არის, ის რომ ყველაზე მეტად დამატებითი მომზადება გავრცელებულია უნარებსა და უცხო ენებში, ამიტომ ჩავთვალეთ რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანია თუკი უნარები არ იქნება სავალდებულო გამოცდა, იქნება არჩევით საგანთა ნუსხაში და თუ უნივერსიტეტს სურს, მას შეუძლია დაამატოს.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^