დღეს, 29 იანვარს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018-ის“ გამარჯვებულები გამოავლინა.
გამარჯვებულები:
-
სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში - მარიამ აბესაძე, „ანა, ირინა, ელენე და სხვები“, „ინდიგო“
-
სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში - ლელა კუნჭულია, „პანკისის სტიგმა“, „რადიო თავისუფლება“
-
საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში, სოფო ზურაბიანი, „სახელმწიფოებრივი გატაცება“, „რუსთავი 2“
-
ბლოგი/თვალსაზრისი /სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში - ნანა თაკვარელია, „ფარული შიმშილი“, OC Media
-
ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში - ნინო ბაქრაძე, „როგორ გაქრა ცა ქალაქის თავზე“, „ინდიგო“
-
დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში - ნინო ბაიდაური, „დედა, რას ნიშნავს ზანგი?“, TDI
-
კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში). - ნიკა გაბლიშვილი, ტელეკომპანია „დია“.
„ლიბერალზე“ გამოქვეყნებული მასალები ოთხ ნომინაციაში ფინალისტებს შორის მოხვდა.
კონკურსი „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018“ პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულები 1,250 ევროს მიიღებენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში კი ითვალისწინებს ლონდონში, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში” ერთთვიან სტაჟირებას.