
თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 30 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის ქუჩების ნაწილს.
- ნაძალადევის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვის უბნის დასახლების, როინიშვილის და ანაპის ქუჩების მაცხოვრებლებს.
- ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ბახტრიონის და ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ფშაველას II კვარტლის, გურიელის, ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
- ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, იუნკერთა და ჰოლბრუკის ქუჩების მცხოვრებლებს.
- სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის, ბაღდავაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.