Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ეს შენ გეხება" ხელისუფლებას მოუწოდებს, აღკვეთოს ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკა

29 იანვარი, 2019 18:02

„ეს შენ გეხება" ხელისუფლებას ფარული ჩანაწერებით შანტაჟის პრაქტიკის აღკვეთისკენ მოუწოდებს. 

„საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო ჩანაწერი. ეკა ბესელია უკანონო ჩანაწერის გავრცელებას მის წინააღმდეგ დაფინანსებულ ცილისმწამებლურ კამპანიას უკავშირებს და მორალურ ტერორად აფასებს, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატურების განხილვა. 

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის შესახებ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას მრავალჯერ სმენია.  ზეწოლის თითქმის ყველა შემთხვევას ადგილი ქონდა პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოებრივად აქტიური პირების მიმართ, განსაკუთრებით თუ ისინი ხელისუფლების მიმართ მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდნენ. ცხადია, ასეთი ქმედებები მიზნად ისახავდა არა მხოლოდ კონკრეტული ადრესატების, არამედ საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი წევრების დაშინებას. ბრძოლის ეს მეთოდები  ყველაზე ხშირად აქტიური ქალების მიმართ გამოიყენება და გზავნილია ყველა ასეთი ქალის მიმართ.

აღმაშფოთებელია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, საეჭვოდ ემთხვევა ეკა ბესელიას მიერ ბოლო დროს გამოთმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.  აღმაშფოთებელია, თუ ფარული ჩანაწერების გავრცელების და შანტაჟის გზით კონკრეტული ადამიანები  სასამართლოს რეფორმის შეჩერებას და სასამართლოში გაბატონებული მოსამართლეთა კლანის პროტექციას ცდილობენ. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია, როგორ უკანონო ჩანაწერის დამზადება, ასევე მისი გავრცელება. საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ფარული ჩანაწერების გავრცელების არც ერთი გახმაურებული შემთხვევა არ გამოძიებულა და დამნაშავე პირები არ დასჯილან. დაუსჯელობის სინდრომი ხელს უწყობს დანაშაულის გამეორებას და წახალისებას, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და ასევე, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე დამნაშავე პირების დაუსჯელობა და უცვლელი საკანონმდებლო ბაზა, გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ „საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი სურვილი, ქვეყანაში მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული იყოს“.

„ეს შენ გეხებაში“ შემავალი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ფარული ჩანაწერებით შანტაჟის საბოლოოდ აღსაკვეთად და დროულად განახორციელოს ცვლილებები ფარული-მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაცვლელად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^