NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის. მხოლოდ 43% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, 11%-ს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხულთა 59%-თვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო 33%-თვის კი მნიშვნელოვანი. გამოკითხულთა მხოლოდ 2% ფიქრობს, რომ მისთვის უმნიშვნელოა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, 4%-თვის კი სრულიად უმნიშვნელო. 2%-მა - არ იცის.
________________________________________
ვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ❖ სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად ❖ კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა ❖ შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ❖ რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით ❖ არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება ❖ ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.