Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

24% - „ქართული ოცნება“, 11% - ენმ, 3% - „პატრიოტთა ალიანსი“, 27% - არ ვიცი - NDI-ის კვლევა

30 იანვარი, 2019 11:55

NDI-ის კვლევის თანახმად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას? - ყველაზე მეტი, 27% პასუხობს, რომ არ იცის, 24% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 14% - არც ერთი პარტია, 14% - უარი პასუხზე,  11% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3% - პატრიოტთა ალიანსი; 8% - სხვა. 

გამოკითხულთა 23% არასდროს მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“; 11% - „ქართულ ოცნებას“; 7% - „პატრიოტთა ალიანსს“; 3% - „გირჩს“. 

შეკითხვაზე - „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ - ყველაზე მეტმა, 36%-მა უპასუხა, რომ არც ერთი პარტია. 27% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 9%-მა უარი თქვა პასუხზე, 5%-მა არ იცის, 3-3%-ს „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ინაწილებენ. 

შეკითხვაზე „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემდით ხმას?“ - 52% გადაუწყვეტელია, 6%-მა კი არ იცის. გამოკითხულთა 42%-ს კი გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემს ხმას. 

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 58% მიიღებდა მონაწილეობას.


კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ❖ სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად ❖ კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა ❖ შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ❖ რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით ❖ არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება ❖ ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^