საქართველოს მოსახლეობის 30%-ის აზრით, ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია კორუფცია. 21% ფიქრობს, რომ საერთოდ არაა.
მოსახლეობის აღნიშნული 30%-ის 53% მიიჩნევს, რომ კორუფცია სამინისტროებშიცაა გავრცელებული და მათი 63% კორუფციაში ნეპოტიზმს გულისხმობს, 34% კი - ქრთამის აღებას.
51% ამბობს, რომ კორუფცია თვითმმართველობებშია გავრცელებული და ამ მოსახლოების 59% კორუფციაში ნეპოტიზმს გულისხმობს. 34% - ქრთამის აღებას.
გამოკითხულთა (ის მოსახლოება, რომელიც მიიჩნევს, რომ ინტიტუტებში კორუფცია გავრცელებულია) 49% პროცენტი სასამართლოში გავრცელებულ კორუფციაზე საუბრობს და მათი 47% ამაში კვლავ ნეპოტიმზს გულისხმობს.
რაც შეეხება პარლამენტს, მოსახლოების 44% აქ გავრცელებულ კორუფციაზე საუბრობს და ამ ადამიანების 51% ამაში ნეპოტიმზს, 25% კი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ასახელებს.
გამოკითხულთა 44% პროკურატურაში ასახელებს კორუფციის ნიშნებს და მათი 49% ამბობს, რომ ამაში ნეპოტიზმს გულისხმობს.
ასევე გამოიკითხა მოსახლეობა პოლიციაში გავრცელებულ კორუფციაზეც. 41% ამბობს, რომ პოლიციაში კორუფცია არის და მათი 48% ისევ და ისევ ნეპოტიზმს ასახელებს.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ❖ სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად ❖ კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა ❖ შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ❖ რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით ❖ არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება ❖ ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.