Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვრიტიშვილი: ბესელიას ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია, პოლიტიკური თვალსაზრისით

30 იანვარი, 2019 12:26

„არაფერს არ გამოვრიცხავ... მე ვთვლი, რომ მას [ეკა ბესელიას] ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია, პოლიტიკური თვალსაზრისით" - ამის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა გუშინ გადაცემა „არჩევანში" ისაუბრა. 

იგი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია განცხადებები, რომ თითქოს, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება მოსამართლეების ინტერესებში შედიოდა და ეს პარლამენტში გაგზავნილი 10-კაციანი სიის ჩაგდების გამო შურისძიება იყო

„ეს არის სამარცხვინო პოზიცია ორივე მათგანის მხრიდან. ჭიჭინაძემ, ფაქტობრივად, გამოიშვირა ხელი სასამართლოსკენ და ამბობს, რომ, თურმე, ეს არის შურისძიება მოსამართლეთა მხრიდან. ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ როდესაც გსურს, გაერკვე მოვლენათა თანმიმდევრობაში, უნდა დასვა შეკითხვა, დამდგარი შედეგი ვისთვის არის ხელსაყრელი. ეს ფაქტი, თვითონ ამ ჩანაწერების გავრცელების, რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ბოლო პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, მოინდომა რაღაც წამებულის მანტიის მოსხმა, თავისი ნიშნის დამკვიდრება პოლიტიკაში და ეს რატომღაც დაუკავშირდა მოსამართლეების თემას. არადა, იყო ინფორმაციები, რომ ქალბატონი ეკა ბესელია უნდა გადამდგარიყო მანამდეც,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა.

ეკა ბესელიას მიმართვა საზოგადოებას, ოჯახს, ქალებს...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^