Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამ ვიზიტით სინოდის წევრები ერთ აზრზე ვერ დადგებიან - ჯაღმაიძე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ჩამოსვლაზე

30 იანვარი, 2019 12:36

თბილისში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები საპატრიარქოში შეხვედრებს მართავენ. 

საპატრიარქოს პრესცენტრის წარმომადგენლის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი განხილვის საკითხი იქნება უკრაინის ავტოკეფალია. მისი თქმით, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტით სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგება. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია სინოდის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. 

„უკრაინის საკითხზე იქნება საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ინტერესია უკრაინის ავტოკეფალიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და ბუნებრივია, რომ ამ საკითხზე იმჯელებენ. სწორად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ავტოკეფალიური ეკლესია. ავტოკეფალიური ეკლესია არის დამოუკიდებელი ეკლესია, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება სინოდალური შეხვედრის შემდეგ უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს. ეს ასე არ იქნება და ჩვენ მაინც უნდა დაველოდოთ სინოდზე მსჯელობას“, - განაცხადა ჯაღმაიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^