„ლიბერალი“ მოსწავლეებისთვის ბლოგპოსტების კონკურსს აცხადებს
მიზანი
კონკურსის მიზანია საქართველოში ბავშვების წინაშე მდგარი თემებისა და პრობლემების წინ წამოწევა.
კონკურსის თემა - ბულინგი
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს.
როგორ გამოვლინდება გამარჯვებული:
პოსტების მიღება დაიწყება 1 თებერვლიდან და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში, 28 თებერვლის 12 საათამდე. შემდეგ გამოქვეყნდება საუკეთესო ნამუშევრები.
გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში, 31 მარტამდე გამოვლინდება ორი გამარჯვებული.
ერთ გამარჯვებულს გამოავლენს „ლიბერალის“ რედაქცია.
მეორე გამარჯვებულს კი liberali.ge-ზე წაკითხვის რაოდენობა, რომელიც აღირიცხება Analytics-ს მეშვეობით;
გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ 300-ლარიან ვაუჩერებს წიგნების მაღაზიებში.
ბლოგპოსტი:
მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ თემის აქტუალობაზე, ბულინგის მაგალითებზე; გამოთქვან მოსაზრებები პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მისი გადაჭრის გზებზე...
ბლოგპოსტის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას. მას უნდა ჰქონდეს სათაური, მიეთითოს ავტორის სახელი, გვარი, სკოლა, ასაკი და კლასი.
კონკურსატმა უნდა გამოგზავნოს საკუთარი ფოტო, რომელიც ბლოგპოსტს ქავერად დაედება.
კონკურსანტებმა ბლოგპოსტი უნდა გამოგზავნონ ელ ფოსტაზე: [email protected]