Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროპორციული სისტემის მოთხოვნით, ოპოზიციური პარტიები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

30 იანვარი, 2019 15:41

25 ოპოზიციური პარტია პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, ერთ კამპანიაში ერთიანდება და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

პარტიების შეხვედრაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ „25 პარტია გაერთიანდა ერთი მიზნით - საარჩევნო სისტემა გახდეს რაც შეიძლება დემოკრატიული“.

„როდესაც მოქალაქეს ვესაუბრებით, უნდა ვუთხრათ, რომ პროპორციული სისტემა დიდწილად გამორიცხავს საქართველოში ერთპიროვნული ან ერთპარტიული მმართველობის განმეორებას“ - თქვა ვაშაძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, სანდრო ბარამიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, 200 000-ზე მეტი ხელმოწერა მოაგროვონ და მათმა რიცხვმა მილიონსაც გადააჭარბოს.

„შევკრიბოთ, რაც შეიძლება მეტი, 200 000-ზე მეტი, შეიძლება მილიონი ხელმოწერა, რომ ქართული საარჩევნო სისტემა გახდეს ჭეშმარიტად დემოკრატიული. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ კამპანიაში, ჩაერთოს ხელმოწერებში“ - თქვა ბარამიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ კამპანიის ფარგლებში მათ გვერდით არასამთავრობო სექტორიც დადგება.

„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მოუწევს, მოსახლეობას აუხსნას, რატომ არ უნდა მიიღონ ის სიკეთე 2020 წელს, რომელიც 2024 წელს უნდა მიიღონ.

„მოუწევს, მოუსმინოს საკუთარ მოქალაქეებს და შეცვალოს სისტემა, რომელიც არის ყველა პოლიტიკური თუ ეკონომიკური უბედურების თავწყარო. ხელისუფლებას მოუწევს ხელისუფლების შეცვლა, რომელიც შობს საკონსტიტუციო უმრავლესობებს, ჩვენი ქვეყნის წყევლად რომ გადაიქცა“ - თქვა უგულავამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^