ჯანდაცვის სამინისტრომ 4 წლის გოგოს დაღუპვის საქმის მოკვლევის საფუძველზე, 2 უფროსი სოცმუშაკი და 2 სოცმუშაკი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა სოციალური მომსახურების მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარი წერეთელმა.