Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტატუსის შესანარჩუნებლად 13 კრედიტი 11 734 უფროს პედაგოგს ჯერ არ დაუგროვებია

31 იანვარი, 2019 16:04

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ „ლიბერალისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, სქემაში სულ 11 734 უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგია, რომლებსაც, მოქმედი წესის შესაბამისად, სტატუსის შესანარჩუნებლად 13 კრედიტქულა ჯერ არ დაუგროვებიათ.

უფრო კონკრეტულად კი, იმ მასწავლებლების რაოდენობა, ვისაც  9 კრედიტზე ნაკლები აქვს დაგროვებული, 7 862 შეადგენს, 9 კრედიტზე მეტი კი დაგროვებული აქვს 3 872 მასწავლებელს.

ამ პედაგოგებს, მოქმედი წესის შესაბამისად, სტატუსის შენარჩუნებისთვის საჭირო კრედიტების შესაგროვებლად ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურებათ. როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუმარტეს, ეს ის პედაგოგები არიან, რომლებიც სქემის ამოქმედებიდან, 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით სქემაში უფროსი პედაგოგის სტატუსით ჩაერთვნენ. სქემის ამოქმედების პირველი წელი საპილოტე იყო, სტატუსის შესანარჩუნებლად 13 კრედიტის შეგროვებისთვის 3-წლიანი ვადა წლის ბოლოსთვის იწურება. 

განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსდა, რომ კრედიტების დაგროვების სისტემა უქმდება და გამოცხადდება გარდამავალი პერიოდი. ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განმარტებით,  სტატუსის შენარჩუნებისთვის ვადა პედაგოგებს მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე განესაზღვრებათ, მანამდე კი პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგებს შესთავაზებენ. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის ტრენინგების გავლა მოუწევთ პედაგოგებს სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო კრედიტების შეგროვებისთვის. ცენტრში აცხადებენ, რომ  სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისისთვის გახდება ცნობილი დამატებითი დეტალები, რაც უფრო მკაფიოს გახდის, თუ რა გზის გავლა მოუწევს პედაგოგს როგორც სტატუსის შესანარჩუნებლად, ასევე წინსვლისთვის. 

„2019 წლის ბოლომდე იმ ადამიანებს, ვისაც დაწყებული აქვს ეს პროცესი, არ შევაფერხებთ, განაგრძონ საქმიანობა, სტატუსის შენარჩუნებისათვის 31 დეკემბრამდე მათ განუსაზღვრავთ ვადას პროფესიული განვითარებისთვის. ეს იქნება ძირითადად ტრენინგზე დასწრებით და ამის გეგმასაც მოგაწვდით დაწვრილებით, რომ მოახერხონ სტატუსის შენარჩუნება, ამიტომ მშვიდად წყნარად განაგრძონ საქმიანობა სკოლებში“, - განმარტა ბერიკა შუკაკიძემ.

სტატუსის შენარჩუნება

როგორც ცვლილებებზე საუბრისას 18 იანვარს დაანონსდა, 2020 წლიდან მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში ჩაერთვება სკოლა. კერძოდ, სკოლებში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც თითოეულ მასწავლებელს ყოველწლიურად განუსაზღვრავს პროფესიული განვითარებისთვის გასავლელ აქტივობებს და ამ აქტივობების გავლით პედაგოგი შეძლებს მოპოვებული სტატუსის შენარჩუნებას.

ბერიკა შუკაკიძის თქმით, სტატუსის შესანარჩუნებლად პედაგოგებმა პროფესიულ საჭიროებები სკოლასთან  ერთად უნდა გასაზღვრონ, შეადგინონ გეგმა და ამ აქტივობების/ ტრენინგების გავლით შეინარჩუნონ სტატუსი.

კარიერული წინსვლა

რაც შეეხება კარიერულ წინავლასბერიკა შუკაკიძის თქმით, მიმდინარე წლის ივნისამდე იმ პირებს, ვინც სხვადასხვა სტატუსის ფარგლებში აგროვებდა კრედიტებს, შეუძლიათ, გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით, ყველა საჭირო კრედიტი დააგროვონ და ივნისში შეეცვლებათ სტატუსი. მისი თქმით, ამ შესაძლებლობას ტოვებენ, რადგან არ იქნება სამართლიანი, რომ იმ პედაგოგებს წყალში ჩაეყაროთ შრომა, რომლებმაც სტატუსის შესაცვლელად იშრომეს.

 2019 წლის სექტემბრიდან სტატუსზე გადასვლა მხოლოდ გამოცდის ჩაბარების გზით იქნება შესაძლებელი. როგორც ამ ეტაპზე ირკვევა, იქნება პრაქტიკოსის, უფროსის, წამყვანისა და მენტორის გამოცდები. გამოცდების ფორმატზე დამატებით კითხვებს ამ ეტაპზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ვერ პასუხობს. მათი თქმით, მეტი დეტალი თებერვალში გახდება ცნობილი.

კრედიტებს სისტემის გაუქმება და სწრაფი გადაადგილება პროფესიაში - ცვლილებები სქემაში

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სქემის ამოქმედების პირველ წელს, 2015 წლის სექტემბერში სქემაში 15 236 პედაგოგი უფროსის სტატუსით ჩაერთო. მათგან, დღეის მდგომარეობით, სქემაში 321 დაწინაურდა,- 318 მასწავლებელს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 3 მასწავლებელს - მენტორის სტატუსი. დაახლოებით 2 300-ია იმ უფროსი პედაგოგების რაოდენობა, რომლებიც კარიერულ წინსვლას ელოდებიან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^