დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
გედევან ფოფხაძის თქმით, ის მიესალმება თუ ირაკლი კობახიძე ფარული ჩანაწერების საქმეს ბოლომდე ჩაყვება, მთავარია არ გადაყვეს. მან ასევე თქვა, რომ ფარული ჩანაწერებით ბრძოლის მეთოდები დღის წესრიგიდან ამოღებული უნდა იყოს და ამაში ყველა სოლიდარული უნდა იყოს. .
„მივესალმები თუ კობახიძე ბოლომდე ჩაყვება ამ საქმეს, მთავარია არ გადაყვეს. არ შეიძლება შენს კოლეგას ვიღაც ასეთი ფორმებით თავს ესხმოდეს და შენ კითხვის ნიშნებით საუბრობდე საჯარო სივრცეში. მგონი ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ის თემებია, რაშიც სოლიდარულები უნდა ვიყოთ. მიუხედავად განწყობებისა, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დავაფიქსიროთ. ის მეთოდები, რაც ჩვენ ვნახეთ, პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოღებული უნდა იყოს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.