მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „ლიბერალს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, უწყებას ინფორმაცია H1N1-ის ვირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევის შესახებ, რაც ლაბორატორიულად უნდა იყოს დადასტურებული, ამ ეტაპზე არ აქვს.
ლაბორატორიულად დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 20 ადამიანია გარდაცვლილი.