ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით 7 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია „ლიბერალს“ ყაზტრანსგაზში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ადამიანების გარდაცვალება C0-თი ინტოქსიკაციამ გამოიწვია.
შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს დაღუპულთა ვინაობის დადგენა. მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს.