Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ქადაგიძე ილიას ბიზნესსკოლის დეკანის თანამდებობიდან გადააყენეს

31 იანვარი, 2019 21:40

გიორგი ქადაგიძე ილიას ბიზნესსკოლის დეკანის თანამდებობიდან გადააყენეს - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. ქადაგიძე ამბობს, რომ ქვეყნის დატოვება ერთ კვირით მოუწია, დაბრუნებულს კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ამცნო, რომ დეკანის თანამდებობიდან რეორგანიზაციის გამო გადააყენეს.

„მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის.

ცხადია, ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება. მეტის დაწერა, სამწუხაროდ, პირადი მიზეზების გამო არ შემიძლია, მაგრამ ორშაბათიდან ყველაფერი იქნება საჯარო.

მანამდე კი, ვისაც ეს თემა მართლაც აღელვებს და აინტერესებს, ვდებ რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილს რომელიც ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზს ნათელს ხდის" - წერს ქადაგიძე. 

უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე განმარტება ილიაუნის რექტორმა, გიგა ზედანიამ გააკეთა, რომელიც ქადაგიძის განცხადებას Facebook-ზე გამოეხმაურა:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^