იურისტმა დავით ჯანდიერმა გიორგი მამალაძის სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
„რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, გუშინ ხელი მოვაწერე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავგზავნე საჩივარი დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით. მესმის, ინტერესი დიდია, რა ფაქტებს ეფუძნება საჩივარი და კონვენციის რომელი მუხლების დარღვევაზე ვამახვილებ სასამართლოს ყურადღებას.
დეკანოზთან პირველივე შეხვედრაზე, ჩემი თხოვნით, შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე (რაც ჩვენ ორისთვის არის ცნობილი), შემდგომ პროცედურებამდე საუბარი არ გვექნება. იმედი მაქვს, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარებს ხედვას ამ საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.
პ.ს. ბოდიში, ვისაც ბოლო თვის განმავლობაში ვერ გწერდით", - წერს Facebook-ზე დავით ჯანდიერი.