საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს დაგროვებითი პენსიის სახით 39847, 55 ევრო მიიღო.
სალომე ზურაბიშვილმა 11 იანვარს განაცხადა, რომ გაუქმდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და მის მაგივრად იქმნება ახალი, რომელშიც პრეზიდენტი საკუთარ ხელფასს გადარიცხავს და ამ თანხას საქველმოქმედო ინიციატივებს მოახმარს.
„მე საფრანგეთში მაქვს პენსია და ამიტომ, ჩემს ხელფასს ამ საქველმოქმედო ინიციატივას მოვახმარ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.