ნაპოვნია თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომლითაც არგენტინელი ფორვარდი ემილიანო სალა მიფრინავდა და 21 იანვარს გაუჩინარდა.
Reuters-ის ინფორმაციით, კერძო გამომძიებლებმა ძებნა კვირას დაიწყეს, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ოფიციალურმა გამოძიებამ განაცხადა, რომ საფრანგეთის სანაპიროსთან თვითმფრინავის სკამის ნაწილები იპოვეს.
არგენტინელი ფორვარდი ემილიანო სალა 21 იანვრის საღამოს, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში მოჰყვა. ის მცირე ზომის თვითმფრინავში იმყოფებოდა და ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა. სალამ შაბათს „კარდიფ სიტისთან“ გააფორმა კონტრაქტი, ინგლისური კლუბისთვის „ნანტიდან“ 15 მილიონ ფუნტად შეძენილი ფორვარდი სარეკორდო შენაძენია.
„თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელშიც ემილიანო სალა და პილოტი დევიდ იბატსონი იმყოფებოდნენ, დილით აღმოვაჩინეთ. აღმოჩენის შესახებ მათ პოლიციამ შეატყობინა. საგამოძიებო უწყება განცხადებას ხვალ გააკეთებს" - აცხადებს ზღვის მკვლევარი დევიდ მიერნსი.