თეთრიწყაროში, ე.წ. დათვების ტყეში 40 ძირამდე ხე უკანონოდ გაჩეხეს. შესაბამისი ფოტომასალა ინტერნეტში მოქალაქემ გაავრცელა.
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსმა მირიან ოქროპირიძემ „ლიბერალს" უთხრა, რომ მოჭრილია დაახლოებით 38 ძირი წიფელი და რცხილა.
„უკანონო ჭრა არის, შესაბამისი აღრიცხვის უწყისები გაკეთებულია. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება და მერე გადაეცემა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით, ტყეში მოჭრა ითვალისწინებს 1000 ლარიან ჯარიმას. ამას დაემატება ზიანი რომელიც [გათვალისწინებულია] ამა თუ იმ ჯიშის მოჭრისთვის" - უთხრა „ლიბერალს" ოქროპირიძემ „ლიბერალს".