Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვეფხისტყაოსნის ტყე“ გლდანის ნაგავსაყრელის ნაცვლად - მოქალაქის იდეა თბილისის მერს

04 თებერვალი, 2019 15:13

თბილისის მერიას აქვს შექმნილი ვებგვერდი, სადაც მოქალაქეები ქალაქის მერს იმ იდეებს აცნობენ, რომლებიც მოწონების შემთხვევაში შესაძლოა, განხორციელდეს.

ვებგვერდზე დარეგისტრირებულია თბილისის ერთ-ერთი მცხოვრების გურამ მეგრელიშვილის იდეა „ვეფხისტყაოსნის ტყის“ შესახებ. მოქალაქე წერს, რომ გლდანის ნაგავსაყრელი წლების განმავლობაში წამლავდა უბანს, გლდანში იდგა დამწვარი ცელოფნისა და პლასტმასის სუნი.

ნაგავსაყრელი ახლა დახურულია, თუმცა მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ქალაქისთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ მის ნაცვლად ტყე გაშენდება.

„თბილისს ხშირად უწუნებენ ჰაერს. ერთ დროს კი დედაქალაქში ცხოვრებას სწორედ ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანებს უნიშნავდნენ ექიმები.

ვფიქრობ, რომ გლდანში, დახურულ ნაგავსაყრელებზე ტყის გაშენება, ერთის მხრივ სამართლიანი იქნება გლდანელებისთვის, მეორეს მხრივ კი ქალაქისთვის ქარსაცავი ზოლი და ბუნებრივი ფილტვები იქნებოდა. რაკი არ გვაქვს „ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი ან რაიმე მონუმენტური ძეგლი, "ვეფხისტყაოსნის" ტყის დაარსება შეიძლება კარგი სტარტი აღმოჩნდეს მსგავსი იდეების განხორციელებისთის“, - წერს მოქალაქე მერიის ვებგვერდზე.

მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ პროექტს რამდენიმე დადებითი მხარე ექნება:

„1. ქალაქისთვის სუფთა ჰაერი.

2. „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაცია.

3. ტურისტული ადგილის შექმნა.

4. მიმდებარე სივრცის ათვისება და ქალაქის ამ ნაწილის შემდგომში ურბანული განვითარება.

5. განაშენიანება მოხდებოდა მოსახლეობის მიერ. შეტანილი წვლილი მზრუნველობის მომენტს ამძაფრებს და ხის დამრგავს „საკუთრების“ განცდა გაუჩნდებოდა“, - წერს გურამ მეგრელიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^