Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საპატრიარქოს წინ კარვები გაშალეს

04 თებერვალი, 2019 17:59

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საპატრიარქოს წინ აქციას მართავენ. საპატრიარქოსთან შეკრებილები მამალაძის პატიმრობას აპროტესტებენ, დღეს ასევე მათ ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებულის ზიარება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ საპატრიარქოსთან კარვებიც გაშალეს. გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ მის ზმას გულის პრობლემები აქვს და მძიმე სულიერ მდგომარეობას ჯანმრთელობის გაუარესებაც დაერთო.

„უკვე ორი წელი სრულდება, რაც ჩემი ძმა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ეს პატიმრობა მოაწყო საპატრიარქომ, მთავრობის მეშვეობით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგრძნობლად გაუარესებული, აქედან გამომდინარე, ვითხოვთ მის ზიარებას საკურნებლად სულისა და ხორცისა.

ის არის საპატრიარქოს მეშვეობით დაპატიმრებული და ამიტომ კეთილი უნდა ინებონ და თავიანთი შეცდომა გამოასწორონ“, - უთხრა „ლიბერალს“ თორნიკე მამალაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^