
თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია „ლიბერალს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
გურანდა გაბუნიას მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. მან ძირითადი სამსახიობო კარიერა მარჯანიშვილის თეატრში გაატარა და 25-ზე მეტ დადგმაში ითამაშა. გარდა ამისა, იგი თამაშობდა რუსთაველის თეატრში. გურანდა გაბუნიას კინოში 20-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.