ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანი გუშინ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ქადაგიძემ სტუდენტებთან ერთად მოთხოვნები შეიმუშავა და მათ შესასრულებლად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას 24 საათი მისცა:
- გაუქმდეს რეორგანიზაცია და ბიზნესის სკოლა დარჩეს დამოუკიდებელი.
- გადაწყვეტილება გაუქმების შესახებ უნდა მოხდეს 24 საათში
- გაიხსნას უნივერსიტეტის ფინანსები ყველასთვის, გახდეს გამჭვირვალე
- შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტს ასევე მოსთხოვეს, რომ შეიქმნას რეფორმების ჯგუფი.
- დაუბრუნდეს დაკავებულ თანამდებობას გიორგი პაპავა
ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილმა დეკანმა გიორგი ქადაგიძემ 31 იანვარს განაცხადა, რომ დეკანის თანამდებობიდან გადააყენეს. ქადაგიძე ამტკიცებს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა იყო.
უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ კი განაცხადა, რომ ქადაგიძის გადაყენების მიზეზი რეორგანიზაცია იყო, რომლის ფარგლებშიც ბიზნესის სკოლა სხვა პროგრამებთან გაერთიანდა. ახალი დეკანის პოზიციაზე კი კონკურსი გამოაცხადეს და ქადაგიძეს მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო.