Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაანადგურა თუ არა RMG-მ კულტურული მემკვიდრეობა - „ევროპული საქართველო" კომისიის შექმნას მოითხოვს

05 თებერვალი, 2019 11:58

დღეს პარლამენტი პლენარულ სესიაზე RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებს. 

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“  ინიციატივაა. მომხსენებლები არიან: ოთარ კახიძე, სერგო რატიანი და ირაკლი აბესაძე. 

ინიციატივის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადა განისაზღვროს 3 თვით, ხოლო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 11 წევრით.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია:

ა) სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს. 

ბ) ამ საკითხის შესწავლა სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2014 წელს განადგურდა ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი - მსოფლიოს უძველესი ოქროს მაღარო. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ძეგლის აფეთქების საფუძველს წარმოადგენდა RMG GOLD-ისა და საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები.

საყდრისის განადგურებამდე, 10 წლის განმავლობაში, უძველეს ოქროს მაღაროში საკმაოდ ბევრი მეცნიერი მუშაობდა საქართველოდან (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), გერმანიიდან (გერმანიის სამთო მუზეუმი, ბოხუმის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის უნივერსიტეტი (CEZ მანჰაიმი), საფრანგეთიდან (CNRS), ამერიკის შეერთებული შტატებიდან (კალიფორნიის უნივერსიტეტი) და დიდი ბრიტანეთიდან (კემბრიჯის უნივერსიტეტი). ამ პროექტს დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდნენ გერმანიის კვლევითი საზოგადოება (DFG) და ფოლკსვაგენის ფონდი (VW-Stiftung).

საყდრისზე იწერებოდა უამრავი სამეცნიერო პუბლიკაცია. კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის პარალელურად, ამ მომენტისათვის აქტუალური ხდება RMG-ის მიერ გარემოს უკიდურესი დაბინძურება. 2018 წლის 15 იანვარს მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივმა პლატფორმამ გამოაქვეყნა კვლევა - ,,ქვემო ქართლში სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან.”

პროექტის ფარგლებში შესწავლილი იყო RMG-ის საქმიანობის შედეგად დაბინძურებული გარემოს მასშტაბები. კერძოდ, ჩატარდა RMG-ის საწარმოს მიმდებარე წყლებში: მდინარე მაშავერას, კაზრეთულას, ფოლადაურის და სხვა ჩამდინარე წყლებისა და, ასევე, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიების მძიმე ლითონების შემცველობის ქიმიური კვლევა. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ნიადაგებსა და წყლებში მძიმე ლითონებით დაბინძურების მაღალი ხარისხი, როგორც 2017 წლის ივლისსა და ოქტომბერში, ასევე, ნოემბერში.

ვითხოვთ, უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდეს საკითხი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც, შექმნილი საგანგაშო ვითარებიდან გამომდინარე, შეისწავლის RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტს, "- ნათქვამია ინიციატორების მიერ წარდგენილ წერილში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^