Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

CNN: საუდის არაბეთმა და კოალიციამ ამერიკული იარაღი ალ ყაიდასთან აფილირებულ ჯგუფებს გადასცეს

05 თებერვალი, 2019 12:12

საუდის არაბეთმა და მისი კოალიციის პარტნიორებმა ამერიკული იარაღი ალ ყაიდასთან აფილირებულ მებრძოლებს გადასცეს, რითაც აშშ-სთან დადებული შეთანხმება დაირღვა. CNN-ის გამოძიებით დგინდება, რომ ამერიკული იარაღი ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების ხელშიც აღმოჩნდა, რომლებიც კოალიციას იემენზე კონტროლის დამყარებისთვის ებრძვიან. 

„ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიის გამოაშკარავებით კონფლიქტის ზონაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება"  - წერს გამოცემა. 

ანალიტიკოსები CNN-თან საუბარში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთი და ომში მისი მთავარი მოკავშირე, გაერთიანებული ემირატები ამერიკის მიერ წარმოებულ იარაღს ვალუტად იყენებდნენ ადგილობრივი მილიციისა და დაჯგუფებების მოსასყიდად და პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენის მოსახდენად.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ამ სამხედრო ტექნოლოგიების მესამე მხარისთვის გადაცემით, კოალიცია აშშ-სთან დადებულ შეთანხმებას არღვევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^