
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ქონებრივი დეკლარაცია ერთი თვის წინ გაანახლა. მამუკა მდინარაძემ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე ერთი წლის განმავლობაში 66, 906 ლარი გამოიმუშავა.
მამუკა მდინარაძის მეუღლე ნათია კუნჭულია თბილისის მერიაში იყო დასაქმებული, ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის მომსახურების ცენტრის უფროსის პოზიციაზე თითქმის ორი თვე (01.01.2018-დან 22.02.2018-მდე). ამ პერიოდში მან ანაზღაურების სახით 3 500 ლარი მიიღო. ხოლო 2018 წლის 22 თებერვლიდან ააიპ - „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“ საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ პოზიციაზე მან 30,900 ლარი გამოიმუშავა.
მამუკა მდინარაძე ფლობს ასევე ფერწერულ ტილოებს. დეკლარაციის მიხედვით, 2010 წელს შეიძინა ლადო გუდიაშვილის ტილო, რომლის ღირებულებაც 16,000 ლარია. 2013 წელს ეკატერინე ბაღდავაძის ფერწერული ტილო შეიძინა 8000 აშშ დოლარად, ხოლო 2014 წელს ასევე ეკატერინე ბაღდავაძის ორი ფერწერული ტილო შეიძინა - ერთი 15 000 დოლარად, მეორე ტილო 12 000 დოლარად.