„ქართული ოცნების" დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვებას გეგმავს. ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ღირებულებებით ძალიან დაშორდა „ქართულ ოცნებას".
„ეს რეალობაა და ფაქტობრივად ეს ასეც ფიქსირდება უმრავლესობის სხდომებზე, გვაქვს პრინციპული განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდენციებთან, რაც ფიქსირდება სასამართლოსთან მიმართებით" - თქვა ფოფხაძემ.
მისი თქმით, თვითონ რომ არ გადადგას წასვლის ნაბიჯი, „ქართული ოცნებიდან" მაინც გარიცხავენ.
„აქ საუბარია, ვინ ვის დაასწრებს" - თქვა ფოფხაძემ.