Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ოცნების“ შემწირველმა ვერეს ხეობაში კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო

05 თებერვალი, 2019 18:14

ვერეს ხეობაში, ატენის ქუჩის შესახვევში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე თბილისის მერიამ ნებართვა გასცა.  მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება 4 თებერვალს მიიღო. 

„ლიბერალმა“ პროექტის შესახებ 2018 წლის მაისშიც დაწერა. თბილისის მერიამ მაშინ პროექტი შუალედურ ეტაპზე მოიწონა.  პირველად კომპანიამ თბილისის არქიტექტურის სამსახურს პროექტის შესათანხმებლად  2017 წლის აგვისტოში მიმართა.

თუმცა შუალედურ დასკვნაში მერიის შენიშვნები ეხებოდა ისეთ დეტალებს, როგორიცაა საინფორმაციო დაფა; ასევე ეწერა, რომ უნდა ყოფილიუო წარმოდგენილი  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ შეთანხმებული გენგეგმა და ა.შ.

თბილისის მერიამ 2019 წლის იანვრის ბოლოს შეითანხმა კორექტირებული პროექტი. პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საპროექტო ტერიტორია „არ ხვდება მდინარე ვერეს ხეობაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯამრთელობისთვის რისკის შემცველი ზონის“ ფარგლებში“. 

„მოგეხენებათ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს პასუხის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია (ს.კ 01.14.14.005.248) არ ხვდება „მდინარე ვერეს ხეობაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯამრთელობისთვის რისკის შემცველი ზონის“ ფარგლებში.  ასევე, საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიის მინიმუმ 0.5 მეტრით ამაღლებით მაქსიმალური დატბორვის არეალის (ზ.დ. 412მ.) ზევით სააგენტოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებლად მიაჩნია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის მშენებლობა.

 არსებული საპროექტო შენობის გაბარიტული ზომებია 73X48 მ. შენობა მიწის დონის ზემოთ 7 სართულია შერეული დაკავებულობებით და 2-სართულიანი მიწისქვეშა დახურული ავტოსადგომით“,  - წერია პროექტის განმარტებით ბარათში. 

პროექტს თან ერთვის გეოლოგიური დასკვნა და კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება. გეოლოგიურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ვერეს ხეობაში, ატენის ქუჩის შესახვევში, ბიზნესცენტრის მშენებლობის ადგილზე ჩატარებული გეოლოგიური სამუშაოები აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მოცემულია საქართველოში სამშენებლო ნორმებით. კვლევა ჩაატარა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა გუგა ჭოხონელიძემ.

  • მიწის ნაკვეთის ფართობია - 6799 კვ.მ
  • განაშენიანების ფართობი -3843.3 კვ.მ
  •   საერთო ფართობი -20525.3 კვ.მ 
  • 32.95 მ/ 

ვინ არის დამკვეთი?

ვერეს ხეობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვა მოითხოვა შპს „გამამ“.

კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელია შპს „კასკო“. დანარჩენი 20%-ის - ლევან ჭიორელი და 10%-ის - ლევან ლაფანიშვილი. 

შპს „კასკოს“ 100%-იანი წილის მფლობელი ლევან კაჭარავაა, რომელმაც 2017 წელს 60 000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ლევან კაჭარავამ ასევე 60 000 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს.

„ოცნების“ შემწირველი ვერეს ხეობაში კორპუსის აშენებას გეგმავს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^