Instagram-ზე გამოჩენილი კვერცხის ფოტო, რომელმაც კაილი ჯენერის რეკორდი მოხსნა 52 მილიონი მოწონებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა.
კვერცხს სახელად - Eugenie, რეკორდსმენი სურათის შემდეგ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ბზარები გაუჩნდა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული პატარა ანიმაციით კი აღმოჩნდა, რომ კვერცხი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობადობას ამაღლებას ემსახურებოდა.
„გამარჯობა. მე მსოფლიო რეკორდსმენი კვერცხი ვარ (შესაძლოა, გსმენია ჩემ შესახებ). ცოტა ხნის წინ მსხვრევა დავიწყე სოციალური მედიის მხრიდან წამოსული ზეწოლის გამო. თუკი შენც იტანჯები, ვინმეს გაესაუბრე“, - გვატყობინებს კვერცხი მოკლე ვიდეოში.
კვერცხი talkingegg.info-ზე გადასვლას გვთავაზობს, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე ორგანიზაციების ჩამონათვალია, რომლებიც ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მუშაობენ. ანგარიში მომხმარებელს სთხოვს იმასაც, რომ ერთად იზრუნონ ამ სიის შევსებაზე.
თავდაპირველად, კვერცხის ფოტოს მიზანი ყველას მხოლოდ რეკორდის დამყარება ეგონა. ამას მოუწოდებდა მომხმარებელს თავად ანგარიშიც.
„მოდი, ერთად დავამყაროთ მსოფლიო რეკორდი და Instagram-ზე ყველაზე მოწონებადი პოსტი შევქმნათ, რითაც გადავაჭარბებთ კაილი ჯენერის რეკორდს, რომელსაც 18 მილიონი მოწონება აქვს“, - ნათქვამი იყო ფოტოს მინაწერში.
კვერცხის ფოტო , მართლაც, გახდა რეკორდსმენი, თუმცა, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, მისი მიზანი სოციალური კამპანია ყოფილა.