Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი აირჩიეს

05 თებერვალი, 2019 19:37

98 მომხრე, 4 წინაარმდეგი - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩიეს. კენჭისყრის დროს დარბაზში კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია არ იმყოფებოდა. იგი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა. 

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ 27 დეკემბერს დატოვა. ასევე გადადგა პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი.

როგორც ბესელიამ გადადგომისას განაცხადა, მას თანამდებობის დატოვება ვანო ზარდიაშვილის გადადგომამდე არ სურდა, რადგან, როგორც პირველ მოადგილეს, მას მოუწევდა, თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.

მოგვიანებით ბესელიას წარდგინებით კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია, რასაც „ქართული ოცნების" წევრთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. შედეგად, ფრაქციის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფოფხაძე პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაიწვიეს. 

14 იანვარს კი კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დავით მათიკაშვილი აირჩიეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^