Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გედევან ფოფხაძე: მიზანი არის ღირსეული ხალხი სასამართლოში და არა კანონზე მორგება

06 თებერვალი, 2019 11:37

გედევან ფოფხაძის თქმით, მისი გუნდში დარჩენა დამოკიდებულია იმაზე, დარჩა თუ არა „ქართულ ოცნებაში“ საერთო პოზიციაზე შეჯერების რესურსი.

ფოფხაძის თქმით, მიზანი არ არის ის, რომ კანონმდებლობას მოერგოს რაღაც მოცემულობა, არამედ ის, რომ წესიერი და ღირსეული ადამიანები აირჩიონ უზენაესის მოსამართლეებად.

„და თუ ვხვდებით, რომ რაიმე უშლის ხელს ამას, თუნდაც კონსტიტუცია, მაშინ კონსტიტუციაც უნდა შევცვალოთ. რადგან მიზანი არის ამ შემთხვევაში მთავარი და არა საშუალება. კანონი კი არის საშუალება, ხოლო მიზანი - ღირსეული ხალხი უზენაეს სასამართლოში“, - თქვა ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დაწყებამდე.

გედევან ფოფხაძე უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით. მისი თქმით, არც შეხვედრაზე მისვლის სურვილი ჰქონდა. თუმცა, სხდომას დაესწრება, რადგან არ სურს, რომ დიალოგის შესაძლებლობა გამორიცხოს.

„უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ავირჩიოთ ღირსეული ხალხი, არ ჩავუკეტოთ კარი მედიასა და საზოგადოებას ამ საკითხების განხილვის დროს.

ყველაფერი ის, რაზეც მიდის დღეს გუნდში საუბარი, არის ის, რაც აინტერესებს ხალხს. ამიტომ არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ გუნდურობა ნიშნავს საუბარს მხოლოდ „ქართული ოცნების“ შიგნით. გუნდურობა ნიშნავს საზოგადოების ჩართულობასაც“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძის თქმით, მისთვის პრინციპული საკითხია მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობა. ხოლო თუ ეს „ოცნებაში“ გუნდურობის პრინციპის დარღვევად აღიქმება, მაშინ მათი გზები გაიყრება.

„მე მიმაჩნია, რომ სწორედ ესაა გუნდურობა. თქვენ უნდა მიაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია“, - დასძენს ფოფხაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^