Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან გოგიჩაიშვილი: რას ნიშნავს, ადრე იყვნენ მონები და ახლა გახდნენ კარგები?

06 თებერვალი, 2019 12:31

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა მოსამართლეების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება გააკრიტიკა. კობახიძის თქმით, „ადამიანები, რომლებიც მასობრივად სჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა სჩადიან კარგ რაღაცებს“.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ეს განცხადება მისთვის მიუღებელი და საზოგადოებისთვის დამაბნეველია.

„რას ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ მონები და ახლა გახდნენ კარგები. ეს არის აცდენა, დაბნეულია ძალიან ბევრი ადამიანი. რას ნიშნავს, რომ ადრე ცუდი იყო, ვთქვათ, გვრიტიშვილი და ახლა გახდა კარგი. ყველაფერს ხაზი გადავუსვათ, რომ მურუსიძე გახდეს უვადოდ მოსამართლე?“ -  თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში 11:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი სხდომა დაიწყო. მმართველი გუნდის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს განიხილავენ. დღეს შესაძლოა, უმრავლესობა გედევან ფოფხაძემაც დატოვოს. ამის შესახებ დეპუტატი გუშინ საუბრობდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^