ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მისი და მისი შვილის საქმის პროკურორებთან შეხვედრას მოითხოვს. ამ მოთხოვნით, ზაზა სარალიძე იურისტ ნესტან ლონდარიძესთან ერთად მთავარ პროკურატურაში მივიდა.
„ყველა კითხვა დაისმება, ჩემი შვილის მკვლელობიდან დღემდე რა კითხვებიც არის დაგროვილი. არა მარტო ჩემი შვილის საკითხზე, კითხვები რაც არის დაგროვებული, ყველაზე უნდა მივიღო პასუხი, თუ რამე დაირღვა, ჩემ მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ და ჩემი შვილის მიმართ ყველა კითხვაზე მინდა, რომ პასუხი მივიღო“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, პროკურატურაში მისულ ზაზა სარალიძესა და მისი ინტერესების დამცველებს უთხრეს, რომ შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ შედგება.